ოკუპანტის კანფეტები

nagav1

ჩემ მეგობრებსა და მოძრაობა KAR.GE-ს გულშემატკივრებს, უბრალოდ ქართული ეკონომიკის ბედით დაინტერესებულ ადამიანებს  ემახსოვრებათ ჩემი შარშანდელი სტატია, რომელშიც საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო არასახელმწიფოებრივ ქმედებაში ვამხილე, როცა მათ აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრად რუსული ტკბილეული დაურიგეს. სტატიას მოყვა გამოხმაურება, უამრავი ადამიანი აღაშფოთა ამ ფაქტმა, გამოგვეხმაურა თავად სააგენტოც და მომიგზავნეს ვაჭარი, ვინმე გიორგი, რომელიც თავისი საყველპურო ქართულით მიხსნიდა, თუ რა ბედნიერი იყო რომ სამართლიანი ტენდერით ადგილობრივი მწარმოებლები „ჩაძირა“. მაშინ ვფიქრობდი, რომ „დამნაშავე“ მიხვდა დანაშაულს, რაღაცნაირად, მორალურად გაიზარდა და მსგავსი აღარ განმეორდებოდა, მეიმედებოდა სააგენტოს ახალი ხელმძღვანელიც. თუმცა ტყუილად….

დღეს მიღებულ სასაჩუქრე შეფუთვაში ისევ რუსული კანფეტები აღმოჩნდა, სხვა მწარმოებლის, მაგრამ რუსული. ოკუპანტი რუსეთის რუსული კანფეტები. ეს ყოველივე კი აი რას ნიშნავს: ჩემი და თქვენი შემოსავლიდან ბიუჯეტში გადახდილი გადასახადით ხელფასი გადავუხადეთ ვოვას, გრიშას და კოლას. ადგილობრივი მწარმოებლების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან დავაფინანსეთ დაშას და ტაშას შვილების ბედნიერი ახალი წელი. ჩვენი ახლობელი ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთიდან გადმოგზავნილი, ზოგჯერ გაჭირვებით ნაშოვნი ფულით დავაფინანსეთ რუსეთის სამხედრო შეიარაღება, რომელსაც შემდეგში ისევე ჩვენი მიწების ოკუპაციისთვის გამოიყენებს.

ციხე შიგნიდან ტყდებაო, ნათქვამია და ოკუპანტიც მშვენივრად იყენებს ამ ხერხს ზოგიერთი მოღალატის დახმარებით. როცა ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების საბავშვო სასაჩუქრე ნაწარმის ამხელა არჩევანი და მრავალფეროვნებაა, რა საჭირო იყო მსგავსი ქმედება. ოკუპანტის კანფეტები, გაძეძგილი ემულგატორებით (ყველა მათგანს ჯანმრთელობისთვის საშიში E მინიშნებები აქვს), პირადად მე ნაგავში გადავყარე და იმედი მაქვს, ასევე მოიქცეოდა ყველა ის მშობელი, ვისთვისაც ბავშვის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. თუმცა, ამავდროულად, ქვეყნის ბიუჯეტმა ასიათასები დაკარგა ვოვას, გრიშას და კოლას საკეთილდღეოდ!

nagavi2ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ნუ დარჩებით გულგრილი ამ ფაქტის მიმართ, რადგან ახლა ნებისმიერი სახის გულგრილობა „დანაშაულში“ მონაწილეობის ტოლფასია. მე კი იმედით დაველოდები მომავალ საახალწლო ტენდერს, თუ რა თქმა უნდა, რუსული კანფეტის ბრჭყვიალა შეფუთვა ზოგიერთ ტვინზე მეტად არ ნაოჭდება!

 

ავტორი: ლელა მაჩაბლიშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s